







Мультикапсульный аппарат
Pairs well with
ხარისხიანი და მარტივი
მოამზადე უგემრიელესი სასმელები იმაზე მარტივად, ვიდრე ოდესმე Meama-ს მულტიკაფსულის აპარატთან ერთად.

არომატული ყავისა და ჩაის მოყვარულთათვის
სპეციალურად შექმნილი მათთვის, ვისაც დიდი მოცულობის ამერიკანო ან იდეალურად დაყენებული ჩაი ანიჭებს სიამოვნებას.
ტექნიკური მახასიათებლები
სიმძლავრე: 1420W
ძაბვა: 220V 50Hz
წონა: 3,5 კგ
წყლის ავზის მოცულობა: 1200 მლ
პროდუქტის ზომები: 385 x 230 x 309 მმ
პროდუქტის დეტალები
ეს მულტიკაფსულის აპარატი სპეციალურად მრავალფეროვანი კაფსულების გამოსაყენებლად არის შექმნილი. მას აქვს მოხსნადი წვეთების შესაგროვებელი ქვესადგამი, ავტომატური გათიშვის ფუნქცია, თერმოიზოლირებული (Cool-Touch) კორპუსი, რომელიც გარედან არ ცხელდება, და მომზადების სამი განსხვავებული რეჟიმი. გაცხელების ინოვაციური ტექნოლოგია კი სასმელის იდეალურ ტემპერატურაზე და სწრაფად მომზადებას გარანტირებს.
წყლის ავზის დიდი ღიობი (პირი) საგრძნობლად აადვილებს მის შევსებასა და გაწმენდას, რაც აპარატს ყოველდღიურობაში კიდევ უფრო პრაქტიკულსა და ნებისმიერი სიტუაციისთვის სრულყოფილს ხდის.


