



ფორთოხლის წვენი
MEAMA-ს ფორთოხლის წვენი 100%-იანი ფორთოხლის წვენის კონცენტრატისგან შექმნილი ცივი სასმელია, რომელიც აერთიანებს ფორთოხლის ბუნებრივ გემოსა და სამ ვიტამინს - A, E და B3.
ფორთოხლისთვის დამახასიათებელი ციტრუსოვანი არომატი და ბუნებრივად მოტკბო-მომჟავო გემო ქმნის სასიამოვნო, გამაგრილებელ სასმელს.
ვიტამინები და მათი სასარგებლო თვისებები
- ვიტამინი A - ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, მხედველობისა და კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
- ვიტამინი E - ანტიოქსიდანტური თვისებებით ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან.
- ვიტამინი B3 (ნიაცინი) - მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებასა და დაღლილობის შემცირებას.
პროდუქტის მახასიათებლები
- ფორთოხლის წვენის კონცენტრატი - 100%
- 3 ვიტამინი - A, E, B3
- დამატებული შაქრის გარეშე
- კოფეინის გარეშე
- 96 კკალ
მომზადება MEAMA Versatile-ის აპარატით
აირჩიე „სხვა ცივი სასმელების“ რეჟიმი და სასურველი მოცულობა - პატარა ან დიდი ჭიქა. მომზადებული სასმლის მოცულობა: 150-190 მლ.
ჩვენი პლანტაციები
ჩვენ მხოლოდ მწვანე მარცვლის შესყიდვით არ შემოვიფარგლებით. ნედლეულს პირდაპირ ჩვენივე პლანტაციებიდან და პარტნიორი ფერმერებისგან ვიმარაგებთ უგანდაში, ეთიოპიასა და სხვა ქვეყნებში - ეს უზრუნველყოფს სრულ მიკვლევადობასა და წარმომავლობის ავთენტურ ისტორიას თქვენი ბრენდისთვის.
სამი მარტივი ნაბიჯი




