ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ✓ რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა (ვაკანსიის განთავსება, კანდიდატების შერჩევა, გასაუბრებების ჩატარება);
- ✓ ახალ თანამშრომელთა ადაპტაციისა და ონბორდინგ პროცესის ორგანიზება;
- ✓ შიდა HR პროცესებისა და პოლიტიკების დაგეგმვა და დანერგვა;
- ✓ თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების პროცესების მართვა;
- ✓ შიდა კომუნიკაციების კოორდინაცია და ორგანიზაციული კულტურის მხარდაჭერა;
- ✓ შრომითი ხელშეკრულებების, პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის მართვა;
- ✓ შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ✓ მენეჯმენტისთვის HR ანალიტიკისა და ანგარიშგების მომზადება.
სასურველი კვალიფიკაცია:
- ✓ მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება HR მენეჯერის ან HR სპეციალისტის პოზიციაზე (სასურველია Food & Beverage სფეროში);
- ✓ შრომის კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
- ✓ რეკრუტინგისა და პერსონალის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- ✓ კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
- ✓ ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ✓ კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტების დაცვა;
- ✓ ინგლისური ენის ცოდნა.
- დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: hr@meama.ge
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
კომპანიის შესახებ
Meama Collect არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავასა და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილებს.ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ერთიანდება ყავის კულტურა, თანამედროვე დიზაინი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი.