მეამას საწარმო განთავსებულია 30,000 კვადრატულ მეტრზე და აერთიანებს, როგორც საწარმოო, ასევე სამუშაო სივრცეებს.
შენობის განუმეორებელი არქიტექტურა ზუსტად იმეორებს მეამას ფილოსოფიას. კომფორტული და ინოვაციური სამუშაო გარემო
თანამშრომლისთვის ინსპირაციის წყაროა - ამ შენობაში მომუშავე ადამიანები უნიკალურ პროდუქტსა და მომსახურებას ქმნიან.
2020 წელს, მეამა დასახელდა საუკეთესო საოფისე სივრცედ “Architizer Awards 2020” მიხედვით. ასევე, 2019 წელს
მეამას შენობა არქიტექტრურული კონკურსის Archdaily & Strelka Awards-ის გამარჯვებული გახდა საუკეთესო
ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში.