შესვლა

მეამა ვერსეტაილი Red Dot Design Award 2024-ის გამარჯვებულია

მეამა ვერსეტაილი Red Dot Design Award 2024-ის გამარჯვებულია

Meama ყოველთვის ზრუნავს იმაზე, რომ თქვენი ყოველდღიური რუტინა უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახადოს. სწორედ ამ მისიის შედეგად შეიქმნა Versatie — მსოფლიოში პირველი ყავის აპარატი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული და მარტივად აერთიანებს როგორც მულტიკაფსულის, ისე ესპრესოს ფორმატის კაფსულების სისტემას.

Versatile ნამდვილად იქცა შეუცვლელ კომპანიონად, რომელიც ყავის, ჩაის, გამაჯანსაღებელი თუ საბავშვო სასმელების მომზადების პროცესს ერთი აპარატის დახმარებით წარმოუდგენლად მარტივ და სწრაფ რიტუალად აქცევს. მისი დახვეწილი, მაგრამ კომპაქტური დიზაინი იდეალურად ერგება როგორც საოფისე, ასევე სახლის სივრცეს და სრულყოფილ ბალანსს ქმნის სტილსა და კომფორტს შორის.

ბაზარზე გამოჩენის დღიდან Versatile მომხმარებელთა საყვარელ პროდუქტად იქცა — მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ წარმატებით შეაბიჯა საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის გერმანიასა და ავსტრიაში. პროდუქტის მიმართ მაღალი მოთხოვნა მუდმივად განაპირობებდა მარაგების შეზღუდულობას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი ხარისხისა და ინოვაციურობის განსაკუთრებულობას.

მეამას Versatile აპარატი მის მრავალფეროვან ფუნქციონალს მინიმალისტური დიზაინისა და საოცრად მარტივი გამოყენების უკან მალავს.


RED DOT Award-ის ჟიური

მეამასთვის ინოვაციური აზროვნება ყოველთვის იყო და არის მთავარი მამოძრავებელი ძალა. სწორედ ამ ფილოსოფიით შეიქმნა Versatile — აპარატი, რომელიც სრულიად ცვლის სასმელების მომზადების გამოცდილებას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეამას უნიკალურ ხედვას ხარისხისა და ტექნოლოგიის მიმართ.

Versatile-ის შექმნის მთავარი მიზანი იყო ისეთი ინოვაციური პროდუქტების განვითარება, რომლებიც მარტივად და კომფორტულად ჩაეწერებოდა მომხმარებლის ყოველდღიურობაში. აპარატი, რომელიც ერთი ღილაკის დაჭერით გაძლევს შესაძლებლობას მოამზადო 60-ზე მეტი სახეობის სასმელი — იქნება ეს ყავა, ჩაი, გამაჯანსაღებელი სასმელები, საბავშვო პროდუქტი თუ 100% ნატურალური წვენი.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გარემოზე ზრუნვის პოლიტიკაზე. სწორედ ამიტომ, Versatile-ის კორპუსი დამზადებულია 100% გადამუშავებული პლასტმასისგან — ეს გადაწყვეტილება არამხოლოდ ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების და მდგრადი განვითარების შეუცვლელი ნაწილი.

გარდა ფუნქციონალური მრავალფეროვნებისა, Versatile-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება მისი ტექნოლოგიური სიმძლავრეა - Hardware-ის, Software-ისა და მექანიკის სრული ინტეგრაცია ერთ აპარატში. ასეთი მასშტაბის პროექტის რეალიზაცია ერთ კომპანიაში იშვიათი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალურადაც.  რაც მთავარია, Versatile არის ოფიციალურად დაპატენტებული მეამას მიერ.